თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთი გააგრძელებს ტერორიზმთან ბრძოლას მის საზღვრებში და მის ფარგლებს გარეთ, ვიდრე საფრთხე არ აღმოიფხვრება.
ერდოღანის თქმით, თურქეთის შეიარაღებული ძალები ანადგურებენ ტერორისტულ „ბუდეებს“ ჩრდილოეთ ერაყსა და სირიაში.
„სადაც არიან ტერორისტები, იქ იქნება სახელმწიფოს უსაფრთხოების ორგანიზაცია თავისი პოლიციით, სამხედროებით და უსაფრთხოების ძალებით“, - განაცხადა ერდოღანმა.
თურქეთმა კვირას განაცხადა, რომ დაიწყო ოპერაცია ტერორისტული ჯგუფის PKK/YPG-ის წინააღმდეგ. თურქეთის ოფიციალურმა პირებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ოპერაცია შეესაბამება საერთაშორისო კანონმდებლობას და ერის თავდაცვის უფლებას, რომელიც გაეროს რეზოლუციებს შეესაბამება.