რუმინეთის პარლამენტის ორივე პალატის დეპუტატებმა 23 ნოემბერს ერთობლივ სხდომაზე მხარი დაუჭირეს დეკლარაციას, რომელიც 1932-1933 წლების ჰოლოდომორს გმობს.
შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
რუმინეთის პარლამენტის სენატისა და დეპუტატთა პალატის ერთობლივ სხდომაზე მიღებულია პოლიტიკური დეკლარაცია, რომელიც აღიარებს ჰოლოდომორს (1932-1933 წლების მიზანმიმართული შიმშილი უკრაინაში) როგორც დანაშაული უკრაინელი ხალხისა და კაცობრიობის წინააღმდეგ“, - იუწყება რუმინეთში უკრაინის საელჩოს პრესსამსახური.
შეხვედრის დაწყებამდე რუმინეთის პარლამენტის დეპუტატთა პალატაში გაიხსნა გამოფენა სახელწოდებით -„უკრაინელების დაუსჯელი გენოციდი მეორდება".
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრო კულებამ გერმანელ პარტნიორებს მოუწოდა, აღიარონ ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად.