ალექსანდრ ლუკაშენკომ თქვა, რომ უკრაინის ტერიტორიაზე, რუსეთის დასახმარებლად, ბელორუსის ჯარების შესვლის აუცილებლობას ვერ ხედავს.
„მიუხედავად იმისა, რომ მე არასოდეს მითქვამს უარი იმაზე, რომ ჩვენ ვმონაწილეობთ (რუსეთის ფედერაციის აგრესიაში უკრაინის წინააღმდეგ - რედ.) ბევრ სფეროში. მაგრამ ჩვენ არ ვერევით, არავის ვკლავთ, იქ არ შემოგვყავს ცოცხალი ძალა, რადგან ამის საჭიროება არ არის.
ჩვენი შეიარაღებული ძალები თუნდაც 35-40 ათასი, იქ პრობლემას ვერ მოაგვარებენ. დღეს სხვა ტრენდია, სწორედ ამაზე ვსაუბრობდი. ჩვენ უნდა შევთანხმდეთ. საჭიროა მოლაპარაკება, გონივრულია მშვიდობაზე საუბარი“, - განაცხადა ლუკაშენკომ.
მან დასძინა, რომ ბელორუსის ჯარების უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობა, ვითარებას მხოლოდ გააუარესებს.