კასპიის ზღვის აზერბაიჯანის სექტორში, უმიდის საბადოზე, გაზის მოპოვებამ 6 მილიარდ კუბურ მეტრს გადააჭარბა.
მიმდინარე წლის პირველ ნოემბრამდე, კონდენსატის წარმოებამ 950 000 შეადგინა. აზერბაიჯანული მედია, ინფორმაციას, ენერგეტიკის სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ უმიდის ველი 2010 წლის 24 ნოემბერს აღმოაჩინეს. ეს არის პირველი გაზის კონდენსატის საბადო აზერბაიჯანში, რომელიც დამოუკიდებლობის პერიოდში აღმოაჩინეს.
ველი ექსპლუატაციაში 2012 წელს შევიდა. წინასწარი შეფასებით, საბადოს მთლიანი მარაგი 200 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს და 40 მილიონ ტონა კონდენსატს შეადგენს.