მოლდოვაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, მოლდოვას რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, ნატალია გავრილიცასა და პარლამენტის თავმჯდომარეს იგორ გროსუს შეხვდა შეხვდა.
ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს ქვეყნებს შორის მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის კარგი დინამიკა, რაც ხელს უწყობს ორი ქვეყნის კავშირების შემდგომ გამყარებასა და გაღრმავებას.
ასევე აღინიშნა საქართველოსა და მოლდოვას მიერ ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეული ხელშესახები შედეგები, რომელიც ევროკავშირის გადაწყვეტილებაში გამოიხატა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოლდოვის პარლამენტის თავმჯდომარე იგორ გროსუსთან შეხვედრაზე, განხილვის მთავარი საკითხები საქართველო-მოლდოვას ორმხრივი ურთიერთობა, ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგი, ამ პროცესში მჭიდრო კოორდინაცია და არსებული გამოწვევები იყო.