თითქმის ყოველ საათში მომდის ცნობები დამპყრობლების შესახებ, რომლებიც ხერსონსა და სხვა თემებს ურტყამენ. ასეთი ტერორი მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსული არმია იძულებული გახდა, ხერსონის ოლქიდან გაქცეულიყო.
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, საღამოს ვიდეომიმართვაში განაცხადა.
„ეს არის მათი შურისძიება, ვინც დამარცხდა. მათ არ შეუძლიათ ბრძოლა. ერთადერთი რაც ჯერჯერობით შეუძლიათ არის ტერორი, ენერგოტერორი, არტილერიით ან რაკეტებით. სულ ესაა, რის გამოც რუსეთი დეგრადირდა მისი ამჟამინდელი ლიდერების პირობებში.
მხოლოდ ჩვენი მიწის გათავისუფლებასა და უკრაინის უსაფრთხოების საიმედო გარანტიებს შეუძლია დაიცვას ჩვენი ხალხი ნებისმიერი რუსული ესკალაციისგან. ამისთვის ყოველდღე ვმუშაობთ პარტნიორებთან“, - განაცხადა ზელენსკიმ.