ბოლო 24 საათში 24 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 24 ახალი შემთხვევა.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 022 პირი ემსხვერპლა.

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 903 ადამიანს დაუდასტურდა, 636 გამოჯანმრთელდა.