უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის განცხადებით, რომ შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანების პროტოკოლის რატიფიცირებას უნგრეთის პარლამენტი 2023 წელს მოახდენს.
ვიქტორ ორბანმა სლოვაკეთში, ე.წ. ვიშეგრადის ოთხეულის წევრი ქვეყნების ლიდერების შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ის დარწმუნებულია, უნგრეთის პარლამენტი შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანებას დაუჭერს მხარს, როგორც ეს მთავრობამ გააკეთა.
უნგრეთსა და თურქეთს ჩრდილოატალანტიკურ ალიანსში შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანების პროტოკოლი ჯერ არ დაუმტკიცებიათ.