მინსკის შეთანხმება ცარიელი გახდა - პუტინისთვის მხოლოდ ძალაუფლებას აქვს მნიშვნელობა, - ამის შესახებ გერმანიის ყოფილმა კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა.
მერკელმა აღნიშნა, რომ თანამდებობაზე ყოფნის ბოლო პერიოდში რუსეთთან პროგრესს ვერ მიაღწია, მათ შორის საქართველოს საკითხზეც.
მერკელმა განმარტა, რომ მას და საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს მოლაპარაკებების ახალი ევროპული ფორმატის შექმნა სურდათ.
„მინსკის შეთანხმება ცარიელი გახდა. 2021 წლის ზაფხულში, მას შემდეგ რაც პრეზიდენტები ბაიდენი და პუტინი შეხვდნენ, მინდოდა პუტინთან დამოუკიდებელი, ევროპული დისკუსიის ფორმატის შექმნა, მაგრამ მე აღარ მქონდა ძალაუფლება ამის გასაკეთებლად რადგან, ყველამ იცოდა: ”ის შემოდგომაზე მიდის". განწყობა ძალიან მკაფიო იყო: „ძალაუფლების პოლიტიკის თვალსაზრისით, თქვენ დასრულდით“. პუტინისთვის მხოლოდ ძალაუფლებას აქვს მნიშვნელობა“, - განაცხადა მერკელმა.