საქართველოს, მოლდოვისა და ბოსნია-ჰერცეგოვინის საგარეო საქმეთა მინისტრები, ბუქარესტში დაგეგმილ მინისტერიალში მიიღებენ მონაწილეობას. ამასთან დაკავშირებით, ალიანსის გენერალურმა მდივანმა 25 ნოემბერს ისაუბრა.
„ჩვენ ასევე შევხვდებით ბოსნია და ჰერცეგოვინის, საქართველოსა და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრებს. ჩვენი სამი პარტნიორი რუსეთის ზეწოლის წინაშე სხვადასხვა გზით ხვდება. ასე რომ, ჩვენს შეხვედრაზე გადავდგამთ შემდგომ ნაბიჯებს, რათა დავეხმაროთ მათ დამოუკიდებლობის დაცვაში და ასევე, გავაძლიეროთ მათი დაცვის უნარი“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.