ნორვეგიის მთავრობა ევროკავშირის სამხედრო მისიას (EUMAM Ukraine), რომელიც უკრაინის დასახმარებლად ამოქმედდა, $15.1 მილიონს გამოყოფს.
ამის შესახებ ნორვეგიის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.
მისი მიხედვით, ნორვეგიისა და ევროპის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია, რომ რუსეთმა არ მოიგოს ომი უკრაინის წინააღმდეგ.
„უკრაინული ძალები იბრძვიან დემოკრატიისა და სამართლიანობისთვის“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ბიორნ არილდ გრამმა.