პოლონეთის ერთ-ერთ ქალაქში აფთიაქის დაცვის თანამშრომელი დაჭრეს. ინფორმაცია პოლონურ მედიაში ვრცელდება.
გამოცემის ცნობით, სავარაუდო დამნაშავე, საქართველოს მოქალაქე, უკვე დაკავებულია.
"შემთხვევა პარასკევს, ღამის 12 საათის შემდეგ, ტარგოვას 33-ში მდებარე აფთიაქში მოხდა.- საქართველოს მოქალაქე დაცვის თანამშრომელმა ქურდობის მცდელობისას გამოიჭირა. როდესაც მოპარული ნივთების დატოვება მოსთხოვეს, ჩხუბი დაიწყო და დანით დაცვის თანამშრომელი დაჭრა"- წერს პოლონური მედია.