ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში, სასურსათო უსაფრთხოების საკითხზე, საერთაშორისო სამიტს მასპინძლობს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში, სასურსათო უსაფრთხოების საკითხზე, საერთაშორისო სამიტს მასპინძლობს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ოფისი ავრცელებს.

მათივე ცნობით, საერთაშორისო ფორუმში, ვოლოდიმირ ზელენსკისთან და პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალთან ერთად, მონაწილეობენ კიევში მყოფი უნგრეთის პრეზიდენტი კატალინ ნოვაკი, ბელგიის პრემიერ-მინისტრი ალექსანდრ დე კროოლიეტუვის პრემიერ-მინისტრი ინგრიდა სიმონიტე და პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავიეცკი.

ამასთან, სამიტს ონლაინ რეჟიმში შეუერთდებიან მსოფლიოს სხვა ლიდერებიც.