უკრაინის უმაღლესი რადას მუდმივი დელეგაცია, ბოიკოტს გამოუცხადებს საპარლამენტო ასამბლეის მუშაობას მას შემდეგ, რაც მუდმივმა კომიტეტმა ვერ შეცვალა წესები, რათა რუსეთის გაეძევებინა რუსეთის დელეგაცია, შესაბამისი განცხადება დელეგაციის წევრმა, ევგენია კრავჩუკმა გააკეთა. იუწყება უკრაინული მედია.
„დღეიდან ჩვენ, უკრაინის დელეგაცია, ბოიკოტს ვუცხადებთ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას, ვიდრე ეს საერთაშორისო ორგანიზაცია არ ჩამოაყალიბებს თავის დამოკიდებულებას პროპაგანდისტებისა და ტერორისტული სახელმწიფოს, კრიმინალური სახელმწიფოს წარმომადგენლების მიმართ“, - წერს კრავჩუკი Facebook-ზე.
პროტესტის ნიშნად, კომიტეტის სხდომა, ესტონეთისა და ლიეტუვის დელეგაციების წევრებმაც დატოვეს.
მანამდე, ეუთო უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმაც გააკრიტიკა.
მისი განცხადებით, 9-თვიანი უწყვეტი დანაშაულების შემდეგ, რუსეთი კვლავ რჩება ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წევრად.
როგორც ცნობილია, ეუთოს ამჟამინდელი თავმჯდომარე ქვეყნის, პოლონეთის მთავრობამ უარი განუცხადა ვიზების გაცემაზე რუსეთის დელეგაციის წევრებს. ისინი 24-26 ნოემბერს ვარშავაში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის შემოდგომის სესიაზე დასწრებას გეგმავდნენ.
ცნობისთვის, ვარშავაში, ეუთოს საპარლამენტო სესიის სხდომა, უკრაინისადმი სოლიდარობის ნიშნად, სიბნელეში დაიწყო.