უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ბელგიის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრე დე კროუმ ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას, რომელიც ევროკავშირისა და NATO-ს წევრობისკენ წინსვლაში უკრაინის მხარდაჭერას გულისხმობს.
უკრაინული სააგენტო Ukrinform-ის ცნობით, დეკლარაციას კიევში, შაბათს, 26 ნოემბერს მოეწერა ხელი.
ეს დოკუმენტი ადასტურებს ბელგიის მხარდაჭერას. ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ ჩვენთვის ამ მნიშვნელოვან შედეგს", - განაცხადა ზელენსკიმ დოკუმენტზე ხელმოწერისას.
უკრაინული მედიის ცნობით, მხარეებმა მთელი რიგი საკითხები, მათ შორის საერთაშორისო თანამშრომლობა, თავდაცვის მხარდაჭერა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების აუცილებლობა განიხილეს.
მოლაპარაკებების დროს ასევე განიხილეს უკრაინის ენერგეტიკული სისტემის მდგომარეობა და უკრაინის რეკონსტრუქციის შესაბამისი მხარდაჭერის საჭიროება. „ბელგია მზად არის, უზრუნველყოს ელექტროენერგიის საჭირო გენერატორები და სხვა აღჭურვილობა, რომლებიც ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოებისთვის, მთლიანად უკრაინისთვის“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ბელგიის პრემიერ-მინისტრი ალექსანდრე დე კროუ უკრაინაში 26 ნოემბერს ჩავიდა.