ბელგიის თავდაცვის მინისტრმა ლუდივინ დედონდერმა განაცხადა, რომ ბრიუსელი უკრაინას 10 წყალქვეშა დრონსა და ორ მობილურ ლაბორატორიას გადასცემს. ამის შესახებ მინისტრმა გაზეთ Le Soir-თან ინტერვიუში განაცხადა.
გარდა ამისა, ბელგიის ხელისუფლება ევროკავშირის (EU) სასწავლო მისიის ფარგლებში, უკრაინაში სამხედროების მოსამზადებლად, 100-მდე ინსტრუქტორს გაგზავნის.
დედონდერმა აღნიშნა, რომ უპილოტო თვითმფრინავები კიევს დაეხმარება ყველა წყალქვეშა საფრთხის, მათ შორის ნაღმების აღმოჩენაში.
მინისტრმა დააზუსტა, რომ მობილური ლაბორატორიები, შეიძლება, განთავსდეს კატასტროფის ზონებში და იმ ადგილებთან, სადაც შესაძლოა, ქიმიური, ბაქტერიოლოგიური, რადიოლოგიური ან ბირთვული ხასიათის ინციდენტი მომხდარიყო.