ნონა გაფრინდაშვილი ვეტერანებს შორის მსოფლიო ჩემპიონი მერვედ გახდა

ნონა გაფრინდაშვილი იტალიაში მიმდინარე სენიორ-მოჭადრაკეთა (+65) მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებულია. ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკე ამ ტიტულს უკვე მერვედ დაეუფლა.

ნონა გაფრინდაშვილი ჭადრაკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი სპორტსმენია, რომელმაც თერთმეტ ოლიმპიადაზე გაიმარჯვა და მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს მედალი ხუთჯერ მოიპოვა.