უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, პირველი ლედი ოლენა ზელენსკა, ბელგიის პრემიერ-მინისტრი ალექსანდრე დე კრო და ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი ინგრიდა სიმონიტი მსხვერპლთა ჰოლოდომორის (უკრ. Голодомор, შიმშილით სიკვდილი) მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღნილ ცერემონიას დაესწრნენ.
ცერემონია კიევში, ეროვნულ მუზეუმში გაიმართა.
კომუნისტური ტოტალიტარული რეჟიმის დანაშაულის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი ასევე მიაგეს პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელმა ანდრი ერმაკმა, უმაღლესი რადას თავმჯდომარემ რუსლან სტეფანჩუკმა და პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა.
ჰოლოდომორის მსხვერპლთა ხსოვნის დღე უკრაინაში წელს 26 ნოემბერს აღინიშნება.