ირანის პარლამენტმა, ქვეყნის შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში გაწევრიანება დაამტკიცა

ირანის პარლამენტმა, ქვეყნის შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში გაწევრიანება დაამტკიცა. 

დოკუმენტის მიღებას მხარი 205-მა დეპუტატმა დაუჭირა.

როგორც საპარლამენტო კომისიაში განმარტეს, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში გაწევრიანების მიზნით, ირანმა უნდა აღიაროს ის დოკუმენტები, რომლებიც ორგანიზაციის დაარსების დღიდან დამტკიცდა.

შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც 2001 წლის 15 ივნისს ჩინეთის, რუსეთის, ყაზახეთის, ტაჯიკეთის, ყირგიზეთისა და უზბეკეთის ლიდერების მიერ დაარსდა. შემდეგ ორგანიზაციას ინდოეთი და პაკისტანი შეუერთდნენ.