ენერგოატომი: რუსმა სამხედროებმა შესაძლოა, ზაპოროჟიეს ელექტროსადგური დატოვონ

უკრაინული კომპანია Energoatom-ის პრეზიდენტმა პიოტრ კოტინმა განაცხადა, რომ არსებობს ნიშნები იმისა, რომ რუსი სამხედროები, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დასატოვებლად ემზადებიან.

„ბოლო კვირებში ჩვენ რეალურად მივიღეთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არსებობს ნიშნები იმისა, რომ რუსმა სამხედროებმა შესაძლოა, ზაპოროჟიეს ელექტროსადგური დატოვონ“, - თქვა კოტინმა უკრაინულ მედიასთან.

მისივე თქმით, ჯერ ნაადრევია იმის თქმა, რომ რუსი სამხედროები ტოვებენ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ისინი ასეთი ვარიანტისთვის ემზადებიან.