იტალიის კუნძულ ისკიაზე, ქალაქ ლაკო ამენოში მეწყერს მინიმუმ 7 ადამიანი ემსხვერპლა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულებს შორის 3 ბავშვია, მათ შორის ერთი ახალშობილი.
"ტალახის სიღრმე ზოგ ადგილას 6 მეტრს აღწევს. მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია", - აცხადებენ მაშველები.
ამასთან, კუნძულზე საგანგებო სიტუაციების სამსახურის ათობით თანამშრომელი მუშაობს.