ვარშავაში ველოსიპედისა და საფეხმავლო მარშრუტს ახლა, რუსული აგრესიის მსხვერპლთა ხეივანი ეწოდება. ამის შესახებ პოლონეთის სპეცსამსახურების კოორდინატორის ოფისის წარმომადგენელმა, სტანისლავ ჟარინმა განაცხადა.
„ვარშავაში, რუსეთის საელჩოსთან, ველოსიპედის ხეივანი გვახსენებს, რუსული აგრესიის მსხვერპლთ. ვარშავაში რუსული აგრესიის მსხვერპლთა ხეივანი გაიხსნა. პოლონეთს ახსოვს!" - დაწერა ჟარინმა თავის Twitter-ზე.
რუსეთის საელჩოსთან, რუსული აგრესიის მსხვერპლთა ხეივნის შექმნის გადაწყვეტილება ოქტომბრის შუა რიცხვებში მიიღეს. შესაბამის რეზოლუციას მხარი 55-მა ვარშაველმა დეპუტატმა დაუჭირა, ორმა თავი შეიკავა.
„სახელი შეესაბამება შემოთავაზებულ ადგილს, იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესია მიმდინარეობს“, - ნათქვამია გადაწყვეტილების დასაბუთებაში.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ პოლონეთის ბიალისტოკის საკრებულომ გადაწყვიტა, რომ ერთ-ერთ შემოვლით გზას თავისუფალი უკრაინა , ხოლო ერთ-ერთი ქუჩის ნაწილს თავისუფალი ბელორუსი.