მსოფლიო ჩემპიონატზე ბელგიის ნაკრების მაროკოსთან მოულოდნელ მარცხს, ბრიუსელში არეულობა მოჰყვა.
ბრიუსელის პოლიციამ ქალაქის ცენტრის ნაწილი გადაკეტა, რადგან მაროკოს მოულოდნელი გამარჯვების შემდეგ, არეულობა დაიწყო.
პოლიციამ ხალხის დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა.
„მატჩის დასრულებამდეც კი, ათობით ადამიანი ცდილობდა პოლიციასთან დაპირისპირებას, რამაც ზიანი მიაყენა საზოგადოებრივ უსაფრთხოებას", - ნათქვამია ბრიუსელის პოლიციის განცხადებაში.
მედიის ცნობოთ, ჩამსხვრეულია მაღაზიის ვიტრინები, დამწვარია მანქანები. პოლიციამ ათამდე ადამიანი დააკავა.
„ძალადობის ფაქტებმა ასევე იფეთქა ანტვერპენში, ბელგიის ყველაზე დასახლებულ ქალაქსა და ლიეჟში“, - წერს DW.