რიში სუნაკი: შევინარჩუნებთ ან გავზრდით სამხედრო დახმარებას უკრაინისთვის

ბრიტანეთის პრემიერ -მინისტრი პირობას დებს, რომ მომავალ წელს შეინარჩუნებს ან გაზრდის დიდი ბრიტანეთის სამხედრო დახმარებას უკრაინისთვის, იუწყება Reuters, მისი ოფისის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაზე დაყრდნობით.

„ჩვენ ვიდგებით უკრაინის გვერდით იმდენ ხანს, რამდენიც კიევს დასჭირდება. ჩვენ შევინარჩუნებთ ან გავზრდით ჩვენს სამხედრო დახმარებას მომავალ წელს. უკრაინას ახალ მხარდაჭერას გავუწევთ საჰაერო თავდაცვისთვის", - განაცხადა რიში სუნაკმა.

გაერთიანებული სამეფოს პარლამენტმა 9 ნოემბერს განაცხადა, რომ გაერთიანებული სამეფო უკრაინის სამხედრო დახმარების სიდიდით მეორე დონორია შეერთებული შტატების შემდეგ, მან უკვე 2,3 მილიარდი ფუნტი სტერლინგი გადასცა უკრაინას. ქვეყანა ასევე მასპინძლობს სასწავლო პროგრამას უკრაინელი ჯარისკაცებისთვის, რათა 10 000 უკრაინელი პერსონალი 120 დღის განმავლობაში მოამზადოს.