თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, თურქული უპილოტო გამანადგურებლის წარმოების დაწყების შესახებ განაცხადა.
მისი თქმით, თურქული უპილოტო გამანადგურებლის Bayraktar Kızılelma-ს წარმოება 2023 წლის ბოლოსთვის დაიწყება.
უპილოტო საფრენი აპარატი Bayraktar Kızılelma, რეაქტიული ძრავითაა აღჭურვილი. პირველი მოდელი თურქეთში, მიმდინარე წლის აგვისტოში, ქალაქ სამსუნში Teknofest Karadeniz-ის ავიაკოსმოსური ფესტივალის ფარგლებში წარადგინეს.