21:00 სააათიდან 05:00 საათამდე გადაადგილების შეზღუდვა ძალაში რჩება, - ამის შესახებ მაია ცქიტიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ცქიტიშვილის განმარტებით, ეს შეზღუდვა ძალაში რჩება პირველ მარტამდე.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში 1-ლი თებერვლიდან მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლების, მაღაზიებისა და სავაჭრო ობიექტების მუშაობა აღდგება.
სკოლებისა და მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენა თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში 1-ლი მარტიდან იგეგმება.
ცნობილია, რა შეზღუდვები რჩება ძალაში და რა იხსნება 1-ლი თებერვლიდან.