ცნობილია, რა შეზღუდვები რჩება ძალაში და რა იხსნება 1-ლი თებერვლიდან

"დღეის მდგომარეობით რვა დიდ ქალაქში მოქმედებს გარკვეული შეზღუდვები, ჩვენ მუდმივად ვაფასებთ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას. ვინაიდან ჩვენ გვაქვს გარკვეულ რეგიონებში ვითარების შემსუბუქების ნიშნები, შესაბამისად ჩვენ გვაქვს საშუალება წერტილოვანი შეზღუდვები შევამსუბუქოთ." - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა საკორდინაციო საბჭოს დასწრულების შემდეგ.

როგორც ცქიტიშვილმა აღნიშნა, წერტილოვანი შეზღუდვების მოხსნა დამოკიდებულია ეპოდემიოლოგიურ ვითარებაზე.

1-ლი თებერვლიდან 5 დიდ ქალაქში, ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში აღდგება მუნიციპალური ტრანსპორის, სკოლების, მაღაზიებისა და სავაჭრო ცენტების მუშაობა. მიუხედავად ამისა, აღნიშნულ ქალაქებში თებერვლის განმავლობაში, შაბათ-კვირას, მუინიციპალური ტრანსპორტი არ იმოძრავებს. ხოლო თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში სკოლებისა და მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენა 1-ლი მარტიდან იგეგმება.

"დღეს საბჭოზე მიღებულია გადაწყვეტილება, 1-ლი თებრვლიდან ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში აღდგება მუნიციპალური ტრანსპორის, სკოლების, მაღაზიებისა და სავაჭრო ცენტების მუშაობა.

1-ლი თებერვლიდან თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში განაახლებენ მუშაობას მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები. სკოლების და შესაბამისად, მუნიციპალურ ტრანსპორტის ფუნქციონირება დაგეგმილია 1-ლი მარტიდან.

15 თებერვლიდან ყველა ქალაში ღია და დახურული ბაზრობები გაიხსნება.

იმის გათვალისწინებითმ, რომ აჭარაში ეპიდემიოლოგიური ვითარება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, 1-ლი თებერვლიდან უკვე შეგვეძლება კვების ობიექტების გარე სივრცეების გახსნა. კვების ობიექტები შეძლებენ მუშაობას ღია სივრცეებში, თუმცა, შეზღუდული რჩება ქორწილები, ან ნებისმიერი სხვა დიდი წვეულება ან სარიტუალო ღონისძიება.

სხვა რეგიონებში რესტორნები და კვების ობიექტები, მათ შორის სასტუმროებში, გააგრძლებენ მუშაობას გატანის ან მიტანის სერვისით, იმ შეზღუდვებით და წესების დაცვით, რაც აქამდე მოქმედებდა.

1-ლი მარტიდან საბავშვო ბაღების მუშაობის აღდგენა, პროფ.სასწავლებლებში და უმაღლესი სასწავლებელებში სტუდენების დაბრუნება გვაქვს დაგეგმილი.

1 მარტამდე ძალაში დარჩება გადაადგილების შეზღუდვა 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე.

იმის გათვალისწინებით, 5 ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლიების, მაღაზიებისა და სავაჭრო ცენტრების ფუნქციონირება აღდგება,. იმისთვის რომ დავაკონპენსიროთ გაზრდილი მობილობა, თებერვლის განმავლობაში, შაბათ-კვირას ამ ქალაქებში არ იფუნქციონირებს მუნიციპალური ტრანსპორტი.

რესტორნები, კვების ობიექტები, მაღაზიები იმუშავებენ ისევ დისტანციურ რეჟიმში.

ძალაში რჩება სხვა ყველა შეზღუდვა. მათ შორის სათხილამურო კურორეტებზე დაწერესბეული შეზღუდვები. ამ ეტაპზე ასევე შეზღუდული იქნება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა." - განაცხდა მაია ცქიტიშვილმა.

შეზღუდვების შემსუბუქების პარალელურად, ვირუსის გავრცელების შესაკავებლად, ბიზნესს ექნება ვალდებულება, იზრუნოს პერსონალის ტესტირებაზე.

ბიზნესთან და ექსპერტებთან კონსულტაციების შედეგად, თითოეული ეკონომიკური საქმიანობისთვის, ეპიდემიოლოგიური რისკებიდან გამომდინარე, დადგინდა სავალდებულო ტესტირების პროტოკოლები - პერსონალის მინიმალური რაოდენობა და ტესტირების სიხშირე.

ყველა ტიპის სავაჭრო ობიექტი, 30-ზე მეტი თანამშრომლით, მათ შორის ბაზრობები, ვალდებული იქნებიან, უზრუნველყონ 2 კვირაში ერთხელ თანამშრომელთა არანაკლებ 20%-ის ტესტირება.

კვების ობიექტებისთვის სავალდებულო იქნება 2 კვირაში ერთხელ თანამშრომლების 50%-ის ტესტირება;

ორ კვირაში ერთხელ განხორციელდება მასწავლებელთა სისტემური ტესტირება.

დღეიდან, ბიზნესს ექნება საშუალება, დარეგისტრირდეს სპეციალურ პორტალზე - www.labour.moh.gov.ge და ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, 1-ელ მარტამდე, სახელმწიფო დაფინანსებით, უფასოდ გატესტოს თანამშრომლები.

სახელმწიფოს დაფინანსებით გაგრძელდება სიმპტომიანი პაციენტების და სისტემური ჯგუფების პროაქტიული ტესტირება, რაც ხელს უწყობს ინფიცირების შემთხვევების სწრაფ გამოვლენას და ეფექტურ მართვას.