28 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7103 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7088 ლარი იყო, შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით -0.15 თეთრი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
"გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.8390 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8220 ლარს
შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.70 თეთრი შეადგინა.
გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.1455 ლარს შეადგენს, ხოლო გაუფასურდა ფუნტი და 3.2770 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 29 ნოემბრიდან შევა ძალაში", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.