დღეს კიევს ესტონეთის, ფინეთის, ისლანდიის, ლატვიის, ლიეტუვის, ნორვეგიისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები სტუმრობენ.
ეს არის საერთაშორისო დონის ყველაზე მასშტაბური ვიზიტი კიევში მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. ვიზიტის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის გაბრიელიუს ლანდსბერგისის პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება.
„ჩვენი პირველი შეხვედრები კიევში „უკრენერგოს“ აღმასრულებელ დირექტორთან და უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილესთან, მკაფიო სიგნალი იმისა, თუ რა არის უკრაინის პრიორიტეტები ამ მომენტში“, - განაცხადა ლანდსბერგისმა.
თავის მხრივ, Ukrenergo-ს აღმასრულებელმა დირექტორმა აღნიშნა, რომ უკრაინას სჭირდება არამხოლოდ იარაღი, არამედ ელექტროენერგიის გენერატორები და ტრანსფორმატორები.
„როგორც ჩანს, ყველას მძიმე ზამთარი გველის. თუმცა ზამთარი უკრაინელებისთვის მუდმივი ბომბების წვიმის ქვეშ, გაცილებით მკაცრი იქნება. ლიეტუვა იყო პირველი, ვინც ელექტროენერგიის გენერატორები და ტრანსფორმატორები მიაწოდა უკრაინას, მაგრამ ქვეყანას გაცილებით მეტი სჭირდება“, - აღნიშნა ლიტუვის უმაღლესმა დიპლომატმა.