სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების მიზნით საქარველოში გამოქცეული რუსები, დაბრუნებას არ ჩქარობენ, - ამის შესახებ Reuters წერს.
გამოცემის ცნობით, ერთი თვის შემდეგაც კი, რაც რუსეთმა განაცხადა, რომ უკრაინის ომში მონაწილეობისთვის მობილიზაციის პროცესი დაასრულა, კაცები, რომლებიც სამხედრო სამსახურისგან თავის ასარიდებლად მეზობელ საქართველოში გაიქცნენ, ამბობენ, რომ სახლში დაბრუნებას არ ჩქარობენ.
რუსეთმა მობილიზაცია 21 სექტემბერს ბრძოლის ველზე წარუმატებლობის შემდეგ გამოაცხადა - პუტინის გადაწყვეტილებამ ასობით ათასი ჯარში გაწვეული კაცი აიძულა, რომ საქართველოში, სომხეთსა და ყაზახეთში ჩასულიყვნენ.
„საქართველოს მთავრობის სტატისტიკა აჩვენებს, რომ წელს საქართველოში 110 000-ზე მეტი რუსი შემოვიდა. ეს იყო შემოდინება, რამაც გამოიწვია როგორც ეკონომიკური ბუმი, ასევე უკმაყოფილება ქვეყანაში, სადაც ანტირუსული გრძნობები მძვინვარებს.
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და მისმა თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ ერთი თვის წინ მობილიზაციის დასრულების შესახებ გამოაცხადეს, ბევრი ამბობს, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ სახლებში მალე დაბრუნდნენ", - წერს Reuters.
28 ოქტომბერს, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ, ვლადიმერ პუტინს აცნობა, რომ ნაწილობრივი მობილიზაციია დასრულდა.
შოიგუს თქმით, 300 000 მობილიზებულიდან საწვრთნელ ზონებში რჩება 218 000, კონფლიქტის ზონაში გაიგზავნა 82000 სამხედრო, რომელთაგან 41000 დანაყოფებშია განაწილებული.
21 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა.