რომის პაპმა ფრანცისკემ უკრაინაში ომზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. მან რუსეთის აგრესიაზე მიანიშნა.
ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„როცა უკრაინაზე ვსაუბრობ, მე ვლაპარაკობ წამებულ ერზე, წამებულ ხალხზე. თუ არის წამებული ხალხი, არსებობს ვიღაც, ვინც აწამებს მათ. როდესაც ვსაუბრობ უკრაინაზე, ვსაუბრობ სისასტიკეზე, რადგან მაქვს ბევრი ინფორმაცია დამპყრობელი ჯარების სისასტიკეს შესახებ.
საერთოდ, ყველაზე სასტიკები ალბათ ისინი არიან, ვინც რუსეთიდან არიან, მაგრამ არ მიეკუთვნებიან რუსულ ტრადიციას, მაგალითად, ჩეჩნები, ბურიატები და ა.შ.
რა თქმა უნდა, ის, ვინც თავს ესხმის, ეს რუსეთის სახელმწიფოა. ეს სავსებით ცხადია. ხანდახან, ვცდილობ, არ დავკონკრეტდე და ზოგადად, დავგმო, თუმცა კარგად არის ცნობილი, ვის ვგმობ. არ არის აუცილებელი სახელის და გვარის მითითება“, - განაცხადა პონტიფიკოსმა უკრაინული მედიის ცნობით.
„რატომ არ ვასახელებ პუტინს? იმიტომ, რომ ეს არ არის საჭირო, ეს უკვე ცნობილია. თუმცა ზოგჯერ ადამიანებს დეტალები აინტერესებთ. ყველამ იცის ჩემი პოზიცია, პუტინთან დაკავშირებით, მისი სახელის ხსენების გარეშეც", - განაცხადა რომის პაპმა.