უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ღამის მიმართვაში განაცხადა, რომ უკრაინა არასოდეს იქნება ნგრევის ადგილი. უკრაინა არასოდეს მიიღებს ბრძანებებს მოსკოველი „ამხანაგებისგან“.
მისი თქმით, მიმდინარე კვირაში რუსეთის არმიამ ხერსონის რაიონის 30 დასახლებულ პუნქტის წინააღმდეგ 258-ჯერ გაისროლა.
„ოკუპანტებმა კვლავ დაბომბეს ხერსონი და რეგიონის მთელი რიგი დასახლებები. სულ რაღაც ერთ კვირაში მტერმა 258-ჯერ გაისროლა ხერსონის რაიონის 30 დასახლებული პუნქტში. რუსეთის ჯარმა ასევე დააზიანა სატუმბი სადგური, რომელიც მიკოლაივის წყალმომარაგებას უზრუნველყოფდა.
ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ აღვადგინოთ ოკუპანტების მიერ დანგრეული ყველა ობიექტი, ყველა სახლი, ყველა საწარმო. მათ არაფერი ძალუძთ, გარდა ნგრევისა. ეს არის ის, რასაც ისინი ტოვებენ. და, რასაც ახლა აკეთებენ უკრაინის წინააღმდეგ, არის შურისძიების მცდელობა. შურისძიება იმ ფაქტის გამო, რომ უკრაინელებმა არაერთხელ დაიცვესთავი მათგან. უკრაინა არასოდეს იქნება ნგრევის ადგილი. უკრაინა არასოდეს მიიღებს ბრძანებებს ამ მოსკოველი „ამხანაგებისგან“", - განაცხადა ზელენსკიმ.