უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა NATO-ს იარაღის წარმოების გაზრდისკენ მოუწოდა.
„NATO-ს ქვეყნებს სასწრაფოდ სჭირდებათ იარაღის წარმოების გაზრდა“, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ, ბუქარესტში, ალიანსის შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
მისივე თქმით, ბრძოლის ველზე გრძელვადიან პერსპექტივაში გამარჯვება, მეტი იარაღის წარმოებაში ინვესტიციის გარეშე შეუძლებელია.
„არ არის საჭირო თვეების დახარჯვა იმ ქვეყნებთან, რომლებსაც უკრაინისთვის პოლიტიკური მიზეზების გამო იარაღის მიწოდება არ სურთ. იმის მაგივრად, რომ მათ იმედზე ვიყოთ და თვეები დავხარჯოთ მათ დასარწმუნებლად, ჩვენ უნდა დავიწყოთ წარმოება, რათა არ გავხდეთ დამოკიდებული მესამე ქვეყნების ახირებებზე, რომლებსაც მარაგი აქვთ, მაგრამ არ სურთ მისი გაზიარება", - განაცხადა კულებამ.
ამასთან, კულებამ დააზუსტა, რომ უკრაინას ყველაზე მეტად საჰაერო თავდაცვის სისტემები, ტანკები და საწარმოო ხაზები სჭირდება.