მოსკოვმა ნიუ-დელის მიმართა, რომ მანქანების, თვითმფრინავების და მატარებლების სათადარიგო ნაწილებით დაეხმაროს, რადგან რუსეთი ახლა საერთაშორისო სანქციების გამო ამ მიმართულებით შეზღუდულია და ეს პროდუქცია, სასიცოცხლო მრეწველობის მუშაობის შესანარჩუნებლად სჭირდება.
როგორც Reuters ოთხ წყაროზე დაყრდნობით წერს, სიაში, რომელიც მოსკოვმა ნიუ-დელის გაუგზავნა 500-მდე ნივთია.
სააგენტო განმარტავს, რომ ეს სია შესაძლოა კიდევ დაზუსტდეს და უცნობია, რა სათადარიგო გაიგზავნება რუსეთში, მაგრამ Reuters-ის წყარომ ინდოეთის მთავრობაში განაცხადა, რომ „სია თავისი მოცულობით უჩვეულოა“.
Reuters აღნიშნავს, რომ სია 14 გვერდისგან შედგება. რუსეთი ითხოვს დაახლოებით 200 ნივთს მეტალურგიისთვის და ბევრ კომპონენტს საავტომობილო და საავიაციო ინდუსტრიისთვის.
ჩამონათვალშია დგუშები, ზეთის ტუმბოები და აალების კოჭები, ბამპერები, უსაფრთხოების ღვედები, სადესანტო მოწყობილობების კომპონენტები, საწვავის სისტემები, საკომუნიკაციო და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები, სამაშველო ჟილეტები და თვითმფრინავის საბურავები.
ჩამონათვალში ასევე ნახსენებია ნედლეული ქაღალდისა და სამომხმარებლო შეფუთვის წარმოებისთვის, ასევე ტექსტილის, მათ შორის ქსოვილისა და საღებავების წარმოებისთვის მასალები და აღჭურვილობა.
ინდოეთი ცდილობს გაზარდოს ვაჭრობა რუსეთთან, მაგრამ ზოგიერთი კომპანია შიშობს, რომ ეს შეიძლება დაექვემდებაროს დასავლეთის სანქციებს. თავად მოსკოვის მოთხოვნა, ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის რუსეთში ვიზიტამდე რამდენიმე კვირით ადრე გაკეთდა.
უწყების განმარტებით, ვიზიტის დროს ქვეყნებს შორის ორმხრივი ვაჭრობის გაზრდის აუცილებლობა განიხილეს.