თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მევლუთ ჩავუშოღლუს თქმით, თურქეთი თავისი ინტერესების დასაცავად, ჩრდილოეთ კვიპროსში სამხედრო წარმომადგენლობის გაზრდას გეგმავს.
„მთელმა მსოფლიომაც რომ შეგვიშალოს გზაზე, თურქეთი არ გადაუხვევს თავის პოზიციას და დაიცავს თავის ინტერესებს კვიპროსში, ასევე ეგეოსის და ხმელთაშუა ზღვებში“, - აღნიშნა მინისტრმა.
„რეგიონში სამხედრო ყოფნის გაზრდის გარდა, დაგეგმილია საჭირო იარაღის მიწოდება“, - აღნიშნა ჩავუშოღლუმ.
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკრიტიკა შეერთებული შტატების პოზიცია, რომელმაც კვიპროსის რესპუბლიკისთვის იარაღის მიწოდებაზე ემბარგო გააუქმა.
მისი თქმით, აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან ენტონი ბლინკენთან ბოლო საუბრისას მან შესთავაზა, რომ „სურვილის შემთხვევაში, ფინანსური დახმარება გაუწიოს კვიპროსელ ბერძნებს, მაგრამ არ მიაწოდოს იარაღი, ღიად ვკითხე, ვის წინააღმდეგ აიარაღებთ [ნიკოსიას]?"