„სულ უფრო რთული ხდება მოლაპარაკების გზით შეთანხმების მიღწევა“, - ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მონისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ ბუქარესტში, ასპენის ინსტიტუტისა და გერმანული მარშალის ფონდის ფორუმზე რუსეთ-უკრაინის ომზე საუბრისას განაცხადა.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ უკრაინაში ვითარების სტაბილიზაციისთვის ალტერნატიული გამოსავალი არ არსებობს.
გარდა ამისა, ჩავუშოღლუმ დასძინა, რომ არსებული ვითარების დაგმობა „პრობლემის მოგვარებას არ შეუწყობს ხელს“.
„ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ და ვიყოთ შემოქმედებითები სამართლიანი მშვიდობის დასამყარებლად. სწორედ ამის გაკეთებას ცდილობს თურქეთი“, - განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა.
ჩავუშოღლუმ გაიხსენა, რომ თურქეთმა მოაწყო მოლაპარაკებები რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის ანკარაში მარტში და ასევე შუამავალია შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივაში, რომელიც ივლისში დაიწყო.