29 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7153 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7103 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.50 თეთრი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
"გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.8196 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8390 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.94 თეთრი შეადგინა.
გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.1457 ლარს შეადგენს, ხოლო გაუფასურდა ფუნტი და 3.2638 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 30 ნოემბრიდან შევა ძალაში",- ვკითხულობთ ინფორმაციაში.