მამუკა მდინარაძე: „მოქალაქეებს“ ჩვენგან ყველა საკითხზე თანხმობა სურს, რაც წარმოუდგენელია

"პარტია „მოქალაქეებს“ სურთ, რომ ყველა საკითხზე მიიღონ ჩვენგან თანხმობა, რაც წარმოუდგენელია. არის იქ გარკვეული დეტალები, რაზეც თანხმობა უბრალოდ რაციონალურად, იურიდიულადაც კი შეიძლება შეუძლებელი იყოს" , - ამის შესახებ .ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, "მოქალაქეებთან" საარჩევნი რეფორმების ზოგიერთ დეტალზე, შეთანხმდნენ.

„შემიძლია გითხრათ, რომ საარჩევნო რეფორმას რაც შეეხება გარკვეული დეტალების გარდა, რაც ასევე საკამათო გახდა და მე მგონია, ისეთი დეტალებია, რაც საკამათო საერთოდ არ უნდა იყოს, ჩვენ პრაქტიკულად, შეთანხმებულები ვართ. ამ კუთხით გარკვეული პოზიტივები იყო მანამდეც ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებთან ერთადაც და შესაბამისად, აქ ნაკლები პრობლემა ჩანს.

ძალიან მოკლედ რომ მოგიყვეთ, შემიძლია გითხრათ, რომ შეიძლება ცოტა მეტი სიჯიუტითაც, ზედმეტი ე.წ. პრინციპულობითაც უდგებიან ყველა იმ საკითხს, რასაც ზოგადად ოპოზიცია აყენებს. მეჩვენება, რომ გარდა რიგგარეშე არჩევნებისა, რომელზეც ესე პრინციპულად არ უსაუბრიათ, პარტია „მოქალაქეებს“ სურთ, რომ ყველა საკითხზე მიიღონ ჩვენგან თანხმობა, რაც წარმოუდგენელია. არის იქ გარკვეული დეტალები, რაზეც თანხმობა უბრალოდ რაციონალურად, იურიდიულადაც კი შეიძლება შეუძლებელი იყოს.

აქედან გამომდინარე, ჩვენ მათ ვეუბნებით, რომ რაც კი რაციონალურია, სახელმწიოფებრივია, იურიდიულად გამართული შეიძლება იყოს, ყველაფერზე მოგყვებით, კი ბანოტო, მაგრამ იურიდიულად გაუმართავ საკითხებზე, მათ შორის საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით, გარკვეულ დეტალებში როდესაც სიღრმეში ჩავდივართ, გაუმართავ დეტალებზე ვერ წავყვებით. დანარჩენი, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ შეხვედრამ მოგვცა დამატებით იმის თქმის საფუძველი, რომ შევთანხმდებით საბოლოოდ და მათ ალბათ, ექნებათ იმისი თქმის უფლებაც და საფუძველიც, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გარკვეული დათმობები განახორციელა და მათი პირობები, ასე ვთქვათ, შესრულდა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტში მივიდნენ.