საერთაშორისო თანამეგობრობა უკრაინისთვის სამხედრო და სხვა სახის დახმარებით, რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებში, კიევის პოზიციას აძლიერებს. ამის შესახებ კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა მელანი ჯოლიმ განაცხადა.
„ჩვენი მიზანია, გავამყაროთ უკრაინის პოზიციები ადგილზე სამხედრო დახმარების, დაზვერვის გაზიარებისა და ფინანსური მხარდაჭერის გზით. როდესაც ამას ვაკეთებთ, ჩვენ რეალურად ვამაგრებთ მათ პოზიციას მოლაპარაკებების მაგიდასთან. საბოლოო ჯამში, კონფლიქტის დიპლომატიური გადაწყვეტა იქნება. ასე იყო ყველა კონფლიქტში. თუმცა ჩვენ ჯერ აქამდე არ მოვსულვართ“, - განაცხადა ჯოლიმ.
29 ნოემბერს, ბუქარესტში NATO-ს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ორდღიანი შეხვედრა დაიწყო, სადაც მოკავშირეები ევროატლანტიკური უსაფრთხოების უმნიშვნელოვანეს საკითხებს განიხილავენ. შეხვედრაში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრო კულებაც მონაწილეობს.