გერმანიამ უკრაინას ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის შესაკეთებლად 56 მილიონი ევრო გამოუყო.
Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა.
„კანცლერმა შოლცმა პრეზიდენტ ზელენსკის, უკრაინაში არსებულ პოლიტიკურ, სამხედრო და ჰუმანიტარულ ვითარებაზე მოსაზრებების გაცვლის მიზნით დაურეკა“, - განაცხადა მთავრობის სპიკერმა.
კანცლერმა უკრაინის მიმართ გერმანიის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა. ორივე მხარე შეთანხმდა, რომ მჭიდრო კონტაქტს გააგრძელებენ.