ესპანეთი უკრაინას, დამატებით საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და გენერატორების გადაცემას დაჰპირდა.
ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ Twitter-ზე დაწერა.
კულება, თავის ესპანელ კოლეგას ხოსე მანუელ ალბარესს შეხვდა, სადაც ესპანელმა დიპლომატმა დაადასტურა, რომ უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემებსა და გენერატორებს გადასცემენ.
„მე შევხვდი ჩემს ესპანელ კოლეგას, უკრაინის ნამდვილ მეგობარს, ხოსე მანუელ ალბარესს. მადლობელი ვარ საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და გენერატორების მოწოდებისთვის. მან დაადასტურა, რომ მეტი ტვირთი იქნება მიწოდებული. ჩვენ ასევე განვიხილეთ უკრაინის სამშვიდობო ფორმულა, რომელიც ვოლოდიმირ ზელენსკიმ G20-ის სამიტზე განოაცხადა“, - წერს კულება.