ხარკოვში, მოხუცთა თავშესაფარში ხანძრის გაჩენის მიზეზების გამოძიებისას,  სამართალდამცველებმა სამი პირი დააკავეს

ხარკოვში,მოხუცთა თავშესაფარში ხანძრის გაჩენის მიზეზების გამოძიებისას, სამართალდამცველებმა სამი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას, ხარკოვის რეგიონული პროკურატორის დეპარტამენტის პრეს-სამსახურის განცხადებაზე დაყრდნობით, ადგილობრივი მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულთა შორისა არიან შენობის მეპატრონე, მოიჯარე და დაწესებულების ადმინისტრატორი.

ხარკოვის ოლქის ადმინისტრაციის განცხადებით, დაწესებულება უკანონო იყო. როგორც პროკურატურაში აცხადებენ, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება. 22 იანვარი ხარკოვში გლოვის დღედ გამოცხადდა.

შეგახსენებთ, რომ ხარკოვში, მოხუცთა თავშესაფარში გაჩენილ ხანძარს 15 ადამიანი ემსხვერპლა.