საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ოფიციალური ვიზიტით შეერთებულ შტატებში გაემგზავრა, სადაც მას, სავარაუდოდ, ქვეყნის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მიიღებს, იტყობინება AFP.
მაკრონის თვითმფრინავი ერთობლივ ბაზაზე ენდრიუსში, ვაშინგტონის მახლობლად დაეშვა, ის ორ დღეს გაატარებს აშშ-ის დედაქალაქში, სანამ ახალ ორლეანს ეწვევა.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მაკრონის ვაშინგტონში ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი თემა „ინფლაციის შემცირების აქტი“ (IRA) იქნება. როგორც მოსალოდნელი იყო, მაკრონი შეეცდება დაარწმუნოს აშშ-ის პრეზიდენტი, შეარბილოს ეს კანონი, რომელიც, მისი თქმით, ეწინააღმდეგება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ნორმებს და „არამეგობრულია“.
ორი ლიდერის მოლაპარაკებები ასევე ეხება ევროპაში გასაყიდი ამერიკული ბუნებრივი აირის ფასებს და ჩინეთთან კონკურენციას.
საფრანგეთის პრეზიდენტის ვიზიტი აშშ-ში პარასკევს დასრულდება.