30 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7177 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7153 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.24 თეთრი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.8161 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8196 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.35 თეთრი შეადგინა.
გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.1458 ლარს შეადგენს, ხოლო გაუფასურდა ფუნტი და 3.2618 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 1 დეკემბრიდან შევა ძალაში.