დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიმს კლევერლიმ, დღეს სანქციების ახალი პაკეტი გამოაცხადა და რუსეთის 22 ოფიციალურ პირს სანქციები დაუწესა.
სანქციების ქვეშ მოექცა რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერი დენის მანტუროვი, რუსეთის ფედერაციის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის დირექტორს არკადი გოსტევი, როსტოვის ოლქის ფედერალური პენიტენციური სამსახურის უფროსის დიმიტრი ბეზრუკი.
სანქციები ვრცელდება კერძო სამხედრო დაჯგუფება ვაგნერის წევრებზე, ათი გუბერნატორსა და რუსეთის ფედერაციის რეგიონების ხელმძღვანელებზე, მათ შორის დაღესტნის, ინგუშეთისა და ყალმუხეთის ლიდერებზე.