საუდის არაბეთის ეკონომიკის მინისტრმა აბდულაზიზ ბინ სალმანმა განაცხადა, რომ ნავთობკომპანია Saudi Aramco-მ ორი ახალი გაზის საბადო აღმოაჩინა.
საუდის არაბეთის ახალი ამბების სააგენტოს ცნობით, აღმოჩენილი გაზის ორი საბადო ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონში მდებარეობს.
ეკონომიკის მინისტრმა აბდულაზიზმა განაცხადა, რომ Saudi Aramco-ს ახალი აღმოჩენები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებასა და მნიშვნელოვნად გაზრდის სამეფოს ბუნებრივი აირის მარაგს.
მინისტრმა დააზუსტა, რომ ახალი საბადოები ღავარის ნავთობის საბადოს სამხრეთით, ქალაქ ალ-ხუფუფიდან 142 კილომეტრში და ქალაქ ზაჰრანიდან 230 კილომეტრშია განლაგებული.