ნენსი პელოსს ჰაკიმ ჯეფრისი შეცვლის

CNN-ის ცნპბით, აშშ-ის დემოკრატიულმა პარტიამ, წარმომადგენელთა პალატაში, პარტიის ლიდერად ჰაკიმ ჯეფრისი აირჩია, რომელიც 1-ელი იანვრიდან კონგრესის ქვედა პალატაში 83 წლის ნენსი პელოსს შეცვლის.

მედიის ცნობოთ, 52 წლის ჰაკიმ ჯეფრისი პირველი აფროამერიკული წარმოშობის პირია, რომელიც კონგრესში ასეთ მაღალ თანამდებობას დაიკავებს.

ცნობილია, რომ ნენსი პელოსი პირველი ქალი იყო, რომელსაც აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის თანამდებობა ეკავა.