უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ამერიკელი ბიზნესმენი ილონ მასკი უკრაინაში მიიწვია.
ამის შესახებ მან The New York Times DealBook Summit-ზე ვიდეოკონფერენციის დროს სიტვით გამოსვლისას განაცხადა, რომელიც პოლიტიკისა და ბიზნესის სამყაროს მთავარ მოვლენებს ეძღვნება.
„თუ გინდა გაიგო რა გააკეთა აქ რუსეთმა, ჩამოდი უკრაინაში და შენი თვალით ნახავ. ამის შემდეგ გვეტყვი როგორ დავასრულოთ ეს ომი, ვინ დაიწყო და როდის შეგვიძლია დავასრულოთ", - განაცხადა ზელენსკიმ.
ოქტომბრის დასაწყისში ილონ მასკმა, უკრაინაში ომის დასრულების მიზნით, თავისი „სამშვიდობო გეგმა“ გამოაქვეყნა.
მასკის იდეით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიებზე მეორე რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს, ყირიმი რჩება რუსეთს. ამავე დროს, თავად უკრაინა ნეიტრალურ სახელმწიფოდ რჩება.
წინააღმდეგ შემთხვევაში, მასკმა ბირთვული ომი არ გამორიცხა. ეს „გეგმა“ უკრაინის ხელისუფლებამ მწვავედ გააკრიტიკა.