ევროკავშირი დამატებით მილიონ ევროს გამოყოფს უკრაინაში მომუშავე ეუთოს მისიისთვის.
ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა დღეს, ლოძში, ეუთოს მინისტრთა საბჭოს ორდღიანი შეხვედრის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
პოლონეთის ქალაქ ლოძში, დღეს ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) მინისტრთა საბჭოს ორდღიანი შეხვედრა დაიწყო.
მოსალოდნელია, რომ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ყურადღების ცენტრში, რუსეთის ფედერაციის უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიული ომის საკითხი იქნება.
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაში მონაწილეობა რამდენიმე ათეულმა მინისტრმა დაადასტურა.
უკრაინას ეუთოში, წლის მთავარ ღონისძიებაზე, საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება წარმოადგენს.