საქართველოს არაფორმალური ხასიათის ვიზიტით, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არა აივაზიანი ეწვია.
ამის შესახბე ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
სომხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მიიღო, რომელიც კოლეგას გაცნობითი ხასიათის შეხევდრაზე წინანდალში უმასპინძლებს. არაფორმალური შეხვედრის დროს საქართველოს და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ ორი ქვეყნის კეთილმეზობლურ ურთიერთობებს, ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობის მიმდინარე დღის წესრიგს და ურთიერთიბების კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივებს.
საგარეო უწყება: ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს რეგიონული ტურნეს ფარგლებში ეწვევა